წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო და გადამწყვეტი მატჩი სლოვენიასთან ითამაშა, დამაჯერებლად მოუგო 22:11 და ჯგუფიდან გამსვლელი მესამე ადგილი დაიკავა.
პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო – 8:8. მესამე პერიოდი ჩვენმა გუნდმა 6:2 მოიგო და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა. მეოთხე პერიოდში კი უბრალოდ გავანადგურეთ მეტოქე.
რადიკალურად განსხვავებული თამაში ვიხილეთ მეორე ტაიმში. ჩვენი გუნდი უშეცდომოდ იცავდა კარს და შეტევებსაც უკეთ აგვირგვინებდა.
ჩვენი გუნდიდან 3-3 გოლი ტანკოშიჩმა, შუშიაშვილმა და ტყეშელაშვილმა გაიტანეს, 2-2 კი დადვანმა, ვაშიჩმა, ადეიშვილმა, მაგრაქველიძემ, ვლაჰოვიჩმა და პიეშივაჩმა.
მეორე ეტაპზე ორი ჯგუფი იქნება, საიდანაც ოთხი საუკეთესო ნახევარფინალში ითამაშებს.
სლოვენია – საქართველო 11:22 (3:4, 5:4, 2:6, 1:8)
საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (3), დადვანი (2), შუშიაშვილი (3), ბითაძე, ვასიჩი (2), ადეიშვილი (2), სარიჩი (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (2), ტანკოვიჩი (3), პიეშივაცი (2), გვეტაძე, ვლანოვიჩი (2)

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 17 იანვარს იტალიისთან გამართავს.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე ასევე ვეთამაშებით რუმინეთს და თურქეთს.
რვა საუკეთესოში მოხვედრა ნიშნავს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატისა და ევროპის 2028 წლის პირველობის ფინალური ეტაპის საგზურს.



GIPHY App Key not set. Please check settings