დღეს თბილისის დროით 14:30 საათზე გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულმა” იაპონიაში “იოკოჰამა მარინოსის” წინააღმდეგ ითამაშა და 3-1 ანგარიშით იმარჯვა. მამარდაშვილმა ერთი მაგარი მოგერიება შემოგვთავაზა, თუმცა კარის მშრალად შენახვა ვერ შეძლო. მოდით, თვალი გადავავლოთ, თუ რას წერენ უცხოელები ქართველ მეკარეზე სოციალურ ქსელში:
მამარდაშვილმა ლივერპულში 90 წუთი ითამაშა, მაგარი ბურთი აიღო და ერთი გაუშვა
“გულწრფელად რომ ვთქვა, მამარდაშვილი ამ სეზონში იმედს გამიცრუებს. ბურთს ძალიან ნელა იშორებს და ფეხით არადამაჯერებელია.”
“თუ რომელიმე გუნდი ჩვენთან პრესინგზე წამოვა, მამარდაშვილის გამო სერიოზულ საფრთხეში ჩავვარდებით.”
“ალისონი ფორმაში უნდა იყოს, რადგან მამარდაშვილს სასწავლი ბევრი აქვს, მან უნდა დაივიწყოს უაზრო გრძელი გადაცემების გაკეთება და თავდაპირველად, ფეხით თამაში მცველებთან და საყრდენებთან შეთამაშებით გაიუმჯობესოს.”
“ბევრ მეკარეს თავით დარტყმულის მოგერიება ისე არ შეუძლია, როგორც გიორგი მამარდაშვილს!”
“მამარდაშვილის პირველ მატჩებში დავინახეთ, რომ ის ბურთებს კარგად იღებს, მაგრამ ფეხით თამაშზე სამუშაო აქვს.”
“რაც წინასასეზონო შეხვედრებში ვნახე, მამარდაშვილში ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარ. ვიმედოვნებ, რომ ის უბრალოდ გუნდთან შეწყობის პროცესშია და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვერ წარმოაჩინა.”
“მოდით, მას გვერდში დავუდგეთ, როგორც ეს ალისონის შემთხვევაში გავაკეთეთ და შედეგმაც არ დააყოვნა!”
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings