in

მოგებისთვის ვემზადებით და წამყვანი ფეხბურთელები ითამაშებენ: რონალდო იქნება და პორტუგალია დათმობას არ აპირებს

საქართველოს ნაკრებს დღეს გადამწყვეტი ჯგუფური მატჩი აქვს პორტუგალიასთან და თუ მოხდა სასწაული და მოუგო, პლეი-ოფში გავა. ტრადიციული მატჩის წინა პრესკონფერენცია, ჩვენი მწვრთნელის გარდა, ცხადია გამართა პორტუგალიის თავკაცმაც.

რობერტო მარტინესი:

„მოგებისთვის ვემზადებით გუნდთან, რომელსაც გამარჯვება სჭირდება. იმიჯისისთვის ვიბრძოლებთ, რადგან ეს ეს პორტუგალიური ფეხბურთის სახეა. არ მიყვარს შემადგენლობის სერიოზულად გადახალისება, ჩემი მიზანი მოედანზე კონკურენტუნარიანი გუნდის გაყვანაა. ამიტომ წამყვანი ფეხბურთელები თავიდანვე ითამაშებენ. ძირითადში იქნება რონალდო. ყველა კარგ ფორმაშია. გონსალო რამოშმა, ნუნუ მენდეშმა და დიეგო ჟოტამ ივარჯიშეს, თუმცა 90 წუთი მზად არ არიან.
ჟოაო ფელიქსთან ჯერ არ მილაპარაკია და მასზე ვერაფერს გეტყვით.
თითოეულმა იცის საკუთარი როლი, სტრატეგია და თავის გამოჩენა შეუძლიათ.
შერეული შემადგენლობა იქნება, ხოლო ზოგიერთს დასვენების საშუალებას მივცემ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მუხტი და ხარისხი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მოგებაზე ვითამაშებთ

რონალდოსთან და პორტუგალიასთან ერთხელ უკვე გვითამაშია, სამი კაცი დღესაც ნაკრებშია – ფაქტები