in

მოგება შეიძლებოდა და ბოლოს წააგეს: ბუდუ აქტიური იყო

ბუდუ ზივზივაძემ მორიგი მატჩი ჩაატარა „ჰაიდენჰაიმში“, რომელიც „აუგსბურგს“ ესტუმრა და სულ ბოლოს დასანანი მარცხი განიცადა – 1:2.

ქართველმა თავდამსხმელმა სრულად ითამაშა, აქტიური და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პირველ ტაიმში ბუდუს დარტყმის შემდეგ ბურთი კარს ასცდა, მეორეში კი მისი შესანიშნავი პასით თანაგუნდელმა ვერ ისარგებლა.

მას შემდეგ, რაც „ჰაიდენჰაიმში“ ანგარიში გაათანაბრა, კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ არ გაუმართლა, განსხვავებით მეტოქისგან, რომელმაც წამატებულ დროში კუთხურიდან მოიპოვა სამი ქულა.

ზივზივაძის შეფასებები: Flashscore – 6.4; Sofascore – 6.7; Whoscored – 6.7.

აუგსბურგი – ჰაიდენჰაიმი 2:1
გოლები: 1:0 მატსიმა (45+1), 1:1 მაინკა (76), 2:1 შლოტერბეკი (90+2)

„ჰაიდენჰაიმმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 14 ქულით მე-16 ადგილზე, ანუ პლეი აუტის ზონაშია და 1-ელ თებერვალს დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარამ პარიზი დაიწყო: საგოლე პასი და თამაში რამდენიმე პოზიციაზე

ჩაკვეტაძე ყველას ჯობდა, მაგრამ უოტფორდმა ისევ წააგო