საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ისტორია დაწერა: ევროპის ჩემპიონატზე ქულა აიღო. თუმცა ბოლო წამზე გაშვებული შესანიშნავი შანსის გამო გულდაწყვეტილები ვართ. მიუხედავად ამისა, შედეგი მაინც დადებითად უნდა შეფასდეს.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
ვილი სანიოლი:
„თამაშს გავაანალიზებთ და მერე ვიტყვი, რასაც ვფიქრობ ცალკეულ ფეხბურთელებზე. კვირკველია შეკრებაზე ვირუსით ჩამოვიდა, ამიტომ შევცვალეთ, მივხვდი, რომ დაღლილი იყო.
იმედი გვაქვს, რომ კიტეიშვილის მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება.
ვერ წარმოვიდგენ, ლობჟანიძე იმ მომენტში რას გრძნობდა.
შერეული გრძნობები გაგვიჩნდა, რადგან მოგების ძალიან დიდი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ, რაც დიდი ამბავია.
ჩეხეთი პრესინგით გვეთამაშა, რასაც ველოდით კიდეც. ისინიც იმედგაცრუებული არიან, რადგან რამდენიმე შესანიშნავი მომენტი გაანიავეს, რაც მამარდაშვილის დამსახურებაა. გიორგიმ ფანტასტიკურტი მატჩი ჩაატარა.
ყველაზე დიდი გრძნობა სიამაყეა. ჩვენ ხომ ვიცით, საიდან დავიწყეთ, რა გამოვიარეთ და სად მოვხვდით.
ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. მიზანი იყო გამოცდილება მიგვეღო.
პორტუგალიასთან ამბიცია გვექნება, რომ რაღაც კარგად გავაკეთოთ. ვეცდებით, ძალები მოვიკრიბოთ და ამ მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხდეთ. იმედია, ძალებს აღვიდგენთ და კარგად ვითამაშებთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings