გიორგი მიქაუტაძემ თავის ცნობილ აღნიშვნაზე ეროვნული ნაკრების ვებგვერდთან ისაუბრა. საქართველოს ნაკრების და „ლიონის“ თავდამსხმელმა გაიხსენა, საიდან დაიწყო ამ ჟესტის ისტორია.
„არ მქონდა სელებრითიშენი (გოლის აღნიშვნის ფორმა), მაგრამ ასე აღნიშვნა „მეცში“ დაბრუნებულმა მეორე ლიგაში დავიწყე. მეგობართან ერთად „ფიფას“ ვთამაშობდი – გოლი გავიტანე, ავდექი და ეს პირველად მაშინ გავაკეთე.
მაშინ ვთქვი, როდესაც გავიტან, მოედანზე ასე აღვნიშნავ-მეთქი და ასეც მოხდა. მიხარია, რომ ჩემი გოლი ფიფა-შიც ამ ჟესტით დააპროგრამეს და ჩვენმა ფანებმა, დიდებმა და ბავშვებმაც აიტაცეს“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings