ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე, რომელიც ავსტრალიურ “ნიუკასლ ჯეტსის” ღირსებას იცავს, გასულ ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა და ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
24 წლის მიქელთაძეს ავსტრალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.
მიქელთაძეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მისი სატრანსფერო ღირებულება 400 000 ევროა.
GIPHY App Key not set. Please check settings