in

მიქაუტაძის წასვლა დადასტურებულია: მეცი ქართველის შემცვლელს ეძებს

გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ ლიგა 1-ში კი დაბრუნდა, მაგრამ ჯერ კიდევ გასული სეზონის დასრულებამდე გაჩნდა ინფორმაცია, რომ გუნდის ბომბარდირი ახალ სეზონს სხვაგან შეხვდებოდა. რაც ჩემპიონატი დასრულდა, ხმები და ჭორები კიდევ უფრო გამძაფრდა, რასაც ისიც დაემატა, რომ ახალგაზრდა ფორვარდი წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს და მის მიმართ ინტერესი ბევრმა გუნდმა გამოთქვა. ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიქაუტაძე „მეციდან“ წავა.

თავად „მეცის“ გულშემატკივართა გვერდი წერს, რომ გუნდი მიქაუტაძის შემცვლელს ეძებს, რადგან მის წასვლას ყველა შეეგუა.

ჩვენთვის ისიც საინტერესოა, რომ „მეცს“ ზან ვიპოტნიკის შეძენა სურდა სლოვენიური „მარიბორიდან“ (20 გოლი), მაგრამ ეს თავდამსხმელი საბოლოოდ „ბორდომ“ აიყვანა, სადაც მომდევნო სეზონშიც დარჩება ზურიკო დავითაშვილი.

„მეცს“ ლიგა 1-ის პირველი ტური 13 აგვისტოს ელის, მანამდე კი სხვა ვარიანტები უნდა მოსინჯოს, რათა მიქაუტაძის შეცვლა შესაძლებელი გახდეს, რომლის წასვლაც უკვე დადასტურებულია.

გიორგის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს პრემიერლიგაში დაბრუნებული “ბარნლი” იჩენდა, ასევე დაიწერა “იუვენტუსის'” ინტერესზე, სადაც სპორტულ დირექტორად “ნაპოლიში” კვარაცხელიას მიმყვანი ჯუნტოლი დაინიშნა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წიტაიშვილი ბათუმის დინამოში მივიდა, იჯარით და ერთი წლით

ჩვენი ახალი ლომი: ფროსინონე კვერნაძეს შეეგება