in

მიქაუტაძის ფასი გაიზარდა

გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი საგრძნობლად გაიზარდა და 15 მილიონი გახდა – ასეთია Transfermarkt-ის განახლებული შეფასება.

„მეცის“ ქართველი თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი 2023 წლის 16 ივნისს 10 მილიონი გახდა, მაგრამ ამსტერდამის „აიაქსში“ გადასვლის შემდეგ (სადაც სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა), გიორგის შეფასება 2 მილიონით შემცირდა.

ეს მიქაუტაძის კარიერაში ერთადერთი უკუსვლა გახლდათ. „მეცში“ დაბრუნებას კვლავ წინსვლა მოჰყვა – მარტში გიორგიმ ისევ დაიწყო გატანა და მისი შეფასება 9 მილიონი გახდა.

სეზონის ბოლოს, საფრანგეთის ლიგა1-ში ჩატარებული 23 მატჩის შემდეგ გიორგის ანგარიშზე 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაგროვდა და ჩემპიონატის ბომბარდირებში მე-7 ადგილზე გავიდა.

ახლა გიორგის შეფასება კიდევ 6 მილიონით გაიზარდა და 15 მილიონ ევროს მიაღწია. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების შეფასება 159,3 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა ხუთეული ასე გამოიყურება:

1 ხვიჩა კვარაცხელია, ნაპოლი – 80,00 (მილიონი ევრო)
2 გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია – 35,00
3 გიორგი მიქაუტაძე, მეცი – 15,00
4 ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი – 5,00
5 ირაკლი აზაროვი, შახტარი – 3,50

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

NBA ქართველების გარეშე: გოგა და სანდრო ევროპაში მოდიან?

Hala Madrid – მბაპე რეალშია: ოცნება ახდა