in

მიქაუტაძის ულამაზესი გოლი: ჟორჟი შეცვლაზე შევიდა და ეგრევე სუპერდარტყმით გაიტანა

გიორგი მიქაუტაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა. მისმა „ლიონმა“ 4:1 დაამარცხა „რენი“.

ქართველი სათადარიგო იყო და მხოლოდ 76-ე წუთზე შევიდა (ლაკაზეტის ნაცვლად). ერთი წუთიც არ დასჭირვებია გასატანად. საჯარიმოში მყოფმა მიქაუტაძემ აგდებული ბურთი მკერდით გაისწორა და ნახევარბრუნში ძლიერად აუღებელი დაარტყა.

ცოტა ხანში გიორგიმ ისევ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
ჩვენიანს დუბლის შესრულებაც მაინც შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან დარტყმული ჯერ მეკარემ მოიგერია, მერე კი ბურთი ხარიხას მოხვდა. მალე ხელსაყრელი მომენტი შეუქმნა თანაგუნდელს, რომელმაც შანსით ვერ ისარგებლა.

ქართველ თავდამსხმელს ჩემპიონატში 10 გოლი და 6 ასისტი აქვს.
ყველა ტურნირზე კი 44 მატჩში 16 გოლი და 10 საგოლე პასია.

შეფასებები: Flashscore – 7,7; Sofascore – 7,6; Whoscored – 7,1.

ლიონი – რენი 4:1
გოლები: 1:0 ფოფანა (8), 2:0 ტოლისო (25), 3:0 ლაკაზეტი (39), 3:1 მეიტე (50), 4:1 მიქაუტაძე (77)

31 ტურის შემდეგ „ლიონი“ 54 ქულით მე-4 ადგილზეა და 4 მაისს „ლანსს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევანტემ წააგო, ჯერ მაინც მეორეზეა, ქოჩორამ სრულად ითამაშა

შერმადინმა ბურჯანაძე დაამარცხა: როგორ ითამაშეს ჩვენებმა – ვიდეო