„ლიონმა“ მთავარი მწვრთნელის, პიერ საჟის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
გიორგი მიქაუტაძის გუნდმა ბოლო ხუთი მატჩი ვერ მოიგო. საერთო ჯამში კი საფრანგეთის ჩემპიონატში დაგროვებული 30 ქულით „ლიონი“ მეექვსე ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ „ლიონი“ უკვე გამოეთიშა საფრანგეთის თასს, ხოლო ევროპის ლიგის ძირითად ეტაპზე მეხუთე ადგილზეა.
პორტუგალიელი სპეციალისტი პაულუ ფონსეკა, დიდი ალბათობით, სათავეში ჩაუდგება „ლიონს“.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. ფონსეკა მზად არის, დაუყოვნებლივ შეუდგეს თავისი მოვალეობების შესრულებას, – დაწერა სოციალურ ქსელში გერმანელმა ჟურნალისტმა, ფლორიან პლეტენბერგმა.
ფონსეკა 2024 წლის ივლისიდან დეკემბრამდე „მილანის“ მთავარი მწვრთნელი იყო. მას ასევე უმუშავია „ლილში“, „რომაში“, „შახტარში“, „ბრაგასა“ და სხვა კლუბებში.
უფრო ადრე „ლიონმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა 45 წლის პიერ საჟი, რომელიც გუნდს 2023 წლის ნოემბრიდან წვრთნიდა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings