in

მიქაუტაძის მსურველებს შორის ევერტონიც გამოჩნდა

ცალკეული ევროპული სააგენტოების ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძის გადაბირების მსურველთა შორის “ევერტონიც” გამოჩნდა. იანვრის სატრანსფერო ბაზარზე შონ დაიჩი გუნდის გაძლიერებას ეცდება და საამისოდ, ერთ-ერთ პირველ სამიზნედ საქართველოს ნაკრების ფორვარდია შერჩეული.

თუ რა გაგრძელება მოჰყვება ამ ამბებს, ახლო მომავალში ვნახავთ. ამ დროისთვის მხოლოდ ის ვიცით, რომ ჟორჟი “გალათასარაისა” და “ლევერკუზენსაც” სურთ. სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამტკიცებს, რომ “ლიონმა” თურქული გრანდისგან ოფიციალური წინადადებაც მიიღო, მაგრამ 17 მილიონი ევრო (მაშინ, როცა 18.5 მილიონად იყიდა), თუნდაც ბონუსებით, საკმარისი არ აღმოჩნდა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ემპოლის დაცვამ ცუდად ითამაშა და წააგო: გოგლიჩიძე შეცვალეს

სეზონის საუკეთესო ტრანსფერები: ვინ მოარტყა მიზანში