გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ 27-ე ტურის შეხვედრაში ჩემპიონატის ლიდერ „ლე ავრს“ უმასპინძლა და დაძაბული თამაში ფრედ დაასრულა – 1:1.
მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. საუკეთესო ბომბარდირს მეტოქის მცველები მჭიდროდ ეთამაშებოდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ.
მიუხედავად ამისა, ქართველი ფორვარდი აქტიური იყო და რამდენჯერმე თამაში გაამწვავა. 66-ე წუთზე მისი სახიფათო დარტყმა მეკარემ მოიგერია. 77-ე წუთზე გიორგიმ შესანიშნავი დრიბლინგით მცველები მოიშორა და შორიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა.
„მეცი“ 45 ქულით მე-4 ადგილზე დარჩა და „სოშოს“ 2 ქულით (46), ხოლო ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ 3 ქულით (47) ჩამორჩება.
GIPHY App Key not set. Please check settings