in

მიქაუტაძის გოლი საუკეთესოდ აღიარეს

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის დეკემბრისა და იანვრის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს. ასეთია გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგი.

გამოკითხვა თავად ლიგა 1-ის ოფიციალურ გვერდზე გაიმართა, ჩვენიანის გარდა წარდგენილი იყვნენ – მოსეს საიმონი („ნანტი“), ლუკას სტასინი („სენტ-ეტიენი“), აგუსტინ ბოაკი („სენტ-ეტიენი“) და მაგნეს აკლიუჩი („მონაკო“).

მიქაუტაძემ გამორჩეული გოლი 8 დეკემბერს, მე-14 ტურის გავლით მატჩში „ანჟესთან“ გაიტანა: გიორგი მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და შორეულ კუთხეში გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო გოლის ავტორი ზურიკო დავითაშვილი გახდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 14 ქულა და 8 მოხსნა: ვირტუსი თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა

იტალიელებმა წააგეს, შანსი ყველას აქვს – ჩემპიონთა ლიგა