in

მიქაუტაძის გოლი და პასი: გიორგიმ ლიონს მოაგებინა და ლიგის ზონაში შეიყვანა

გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და „ლიონის“ „ოსერთან“ სტუმრად გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა – 3:1.

ქართველი ფორვარდის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.

გიორგი 54-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა და პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე ზუსტად შეასრულა.

84-ე წუთზე მიქაუტაძე მცველებს გასცდა და შესანიშნავი პასით კარის წინ მარტო დარჩენილ ლაკაზეტს ზუსტად მიაწოდა.

გიორგიმ ბოლოს მცველთან ბრძოლაში მხარი დაიზიანა და შეცვალეს მეშვიდე დამატებულ წუთზე.

შეფასებები ცხადია მაღალია: Flashscore – 8.0; Sofascore – 8.6; Whoscored – 7.9.

მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 29 მატჩში მე-9 გოლი გაიტანა (პლუს 5 საგოლე გადაცემა). ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხა შედეგიანი მოქმედება, მის ანგარიშზე კი ამ პერიოდში 9 გოლი და 7 პასია.
ყველა ტურნირზე კი 41 მატჩში 15 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

ოსერი – ლიონი 1:3
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (54, პენ), 0:2 შერკი (62), 1:2 სინაიოკო (77), 1:3 ლაკაზეტი (84)

„ლიონმა“ 51 ქულით „ლილს“ გადაასწრო და ჩემპიონთა ლიგის ზონაში, მე-4 ადგილზეა, მეორე-მესამეადგილოსან „მონაკოსთან“ (53 ქულა) და „მარსელთან“ (52) ჩამორჩენა კი მინიმალურამდე შეამცირა.
17 აპრილს ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილმა სეზონი დაასრულა, ბითაძეს პლეი ოფის შანსი პლეი ინში აქვს

კვერნაძე ათამაშდა, წიტაიშვილს შანსი გაუჩნდა – ლეგიონერები