in

მიქაუტაძის გოლით ლიონმა პირველი მოიგო

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთისჩემპიონატის ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. სწორედ მისი ერთადერთი გოლით გაიმარჯვა „ლიონმა“, რომელმაც სტუმრად „ლანსი“ დაამარცხა – 1:0.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მიწურულს, 90+2-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგიმ ანგარიში პირველ ტაიმის წამატებულ დროში გახსნა. 45+3-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე ფოფანას გასწვრივი ჩაწოდების შემდეგ, მცველს დაასწრო და ახლოდან ზუსტად დაარტყა.

ზოგადად აქტიური იყო შეტევაშიც და ხშირად შავ სამუშაოსაც ასრულებდა. შეიძლებოდა, საგოლე პასის ავტორიც გამხდარიყო, მაგრამ პარტნიორმა მისი გადაცემით ვერ ისარგებლა.

ერთხელ საჯარიმოში შეიჭრა და დაუბლოკეს. მერე ორჯერ სცადა გატანა, თუმცა უშედეგოდ.

შეფასებები: Flashscore – 7.4; Sofascore – 7.7; Whoscored – 7.3.

ლანსი – ლიონი 0:1
გოლი: მიქაუტაძე (45+1)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ზურიკომ გაიტანა, სენტ ეტიენმა მარტივად მოიგო