in

მიქაუტაძის გოლები შეუმჩნეველი არ დარჩენილა, იუვენტუსი ამიტომ დაინტერესდა

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით „იუვენტუსი“ დაინტერესდა, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Tuttosport-ი ავრცელებს.

„გიორგი მიქაუტაძის სახელი ისევ ისმის ევროპასა და ლიგა 1-ში. „აიაქსიდან” „მეცში“ იჯარით წასულმა თავდამსხმელმა სეზონის მეორე ნახევარში თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა. ის „მეცმა“ გასულ ზაფხულში გაყიდა, მაგრამ ნიდერლანდებში დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და ისევ საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც იანვრის შემდეგ 9 გოლი გაიტანა, რაც ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა. შედეგად, ის უკვე დიდი კლუბების, მათ შორის „იუვენტუსის“ ინტერესის სფეროში მოხვდა.

ბოლო ოთხ მატჩში ექვსი გოლით ქართველმა თავდამსხმელმა „მეცს“ 6 ქულა მოუტანა და კლუბის გადარჩენისთვის ბრძოლაში ძალიან ეხმარება. მან იცის, საჭირო დროს როგორ მოხვდეს საჭირო ადგილას. მას შეუძლია, ივნისში დაბრუნდეს „აიაქსში“, თუ „მეცი“ 10 მილიონად გამოსყიდვის ვარიანტს არ გამოიყენებს. 2023 წლის ზაფხულში „აიაქსმა“ 16 მილიონი ევრო დახარჯა მის ტრანსფერში, თუმცა 6 მატჩში გოლი არ გაუტანია.

ეჭვგარეშეა, რომ მისი თამაშები და გოლები შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამიტომ „იუვენტუსის“ ინტერესი, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ გაჩნდა, ისევ გაღვივდა. „ბიანკონერი“ მიქაუტაძეს სპორტული დირექტორის პოსტზე კრიშტიანო ჯუნტოლის დანიშვნამდეც აკვირდებოდა. ახლა არ არის გამორიცხული, ეს ვარიანტი ისევ განიხილონ.

მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული, მაგრამ ქართული წარმოშობისაა და ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 23 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მან ითამაშა ევრო 2024-ის პლეი ოფში საბერძნეთთან მოგებული მატჩი. ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ ქართველს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე იყენებდნენ და სწორედ ამ პოზიციაზე აჩვენა თავისი საუკეთესო უნარები, განსაკუთრებით, გადამწყვეტ მატჩებში“, – წერს იტალიური გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალმა მიუნხენიდან ფრე წამოიღო, ბაიერნი კმაყოფილი არ არის

ეს შეცდომა ვერ გადაფარავს გამარჯვებებს, რომლებიც მამარდაშვილმა მოგვიტანა