in

მიქაუტაძით კიდევ ერთი ფრანგული კლუბი დაინტერესდა

ფრანგული მედიის ინფორმაციით გიორგი მიქაუტაძის შეძენით კიდევ ერთი ფრანგული კლუბია დაინტერესებული.

ფაქტობრივად გამორიცხულია ქართველი ფორვარდის “მეცში” დარჩენა. მართალია მიქაუტაძემ გუნდი დაქვეითებას ვერ გადაარჩინა, მაგრამ მას დიდებული სეზონი ჰქონდა და 20 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა.

მიქაუტაძემ მეცი ვერ დატოვა და ალბათ დატოვებს

“ლიონის” და “მონაკოს” შემდეგ 23 წლის თავდამსხმელის შეძენით “რენი” ინტერესდება და მზად არიან “მეცთან” მოლაპარაკებების დასაწყებად.

გასული სეზონი “რენისთვის” საკმაოდ მძიმე გამოდგა, გუნდმა ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა და ახალი სეზონისთვის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავენ.

თავის მხრივ “ლიონი” ელოდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლაკაზეტი, რომელსაც არაბული კლუბებისგან საკმაოდ მაცდური შემოთავაზებები აქვს. ფრანგის წასვლის შეთხვევაში “ლიონი” მის სრულფასოვან შემცვლელს მიქაუტაძეში ხედავს.

მიქაუტაძის ფასი გაიზარდა

ასევე გაურკვეველია ბენ იედერის მომავალიც, “მონაკოდან” მისი წასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრების ფორვარდი მათვისაც პრიორიტეტი გახდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რომელ გუნდში გადავა მამარდაშვილი: ფავორიტი ატლეტიკოა

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა