მიუხედავად იმისა, რომ „ლიონის“ ბედი ჯერ გადაწყვიტილი არაა, რამდენიმე გუნდი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით დაინტერესდა – ინფორმაციას footmercato ავრცელებს.
რომაში მთავარი კანდიდატი… მიქაუტაძეა
„ერთი წლის წინ გიორგი მიქაუტაძემ არ იცოდა, სად წასულიყო, როდესაც „მეცში“ სეზონის მეორე ნახევრის კარგად ჩატარების შემდეგ, რამდენიმე გუნდი დაუკავშირდა. მას „მონაკო“ აკვირდებოდა, რომელსაც „ახალი სისხლი“ სურდა, ქართველს კი უფრო მეტად „ლიონისკენ“ მიუწევდა გული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მან საბოლოოდ მშობლიური ქალაქის, ლიონის გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა.
ქართველმა თავდამსხმელმა ხელი მოაწერა 4-წლიან კონტრაქტს, რომელიც 2028 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს. „მეცმა“ ტრანსფერით 18.5 მილიონი ევრო მიიღო, რომელსაც შეიძლება დაემატოს, მაქსიმუმ, 4.5 მილიონი ევროს ბონუსები, ასევე შესაძლო მომავალი ტრანსფერიდან 1 მილიონი ევრო.
წარუმატებელი დასაწყისის მიუხედავად, 24 წლის ფეხბურთელმა კაპიტან ალექსანდრ ლაკაზეტს ღირსეული კონკურენცია გაუწია. პირველივე სეზონში ყველა შეჯიბრება 47 მატჩში 17 გოლით და 9 საგოლე გადაცემით დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ლაკაზეტის წასვლის შემდეგ „ლიონის“ შეტევაში ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაჰპირდნენ, ქართველით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. ამას ხელს უწყობს „ლიონში“ არსებული ვითარება. კლუბი, შესაძლოა, ლიგა 2-ში დაქვეითდეს.
ჩვენი ინფორმაციით, უგო ეკიტიეცკის წასვლის შემთხვევაში მიქაუტაძე ფრანკფურტის „აინტრახტის“ სასურველ თავდამსხმელთა სიაშია. ზოგიერთი ინგლისური წყარო გვარწმუნებს, რომ გერმანელების კონკურენტი პრემიერლიგაში დაწინაურებული „სანდერლენდია“. ლიონის მკვიდრის დამატება თურქეთისა და საუდის არაბეთის გუნდებსაც სურთ. რა თქმა უნდა, მიქაუტაძე სხვა კლუბების სამიზნეც გახდება, თუ „ლიონი“ ლიგა 2-ში დაქვეითდება“, – ამტკიცებს footmercato.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings