გიორგი მიქაუტაძეს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა ლიგა 2-ში. მისი გუნდი უმაღლეს ლიგაში დაწინაურდა, თავად საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ცხადია შეიყვანეს წლის სიმბოლურ გუნდში და მისით არაერთი კარგი გუნდია დაინტერესებული.
ქართველმა ფორვარდმა კიდევ ერთი ჯილდო მიუმატა წლევანდელ მონაგარს – „მეცის“ თავდამსხმელი ლიგა 2-ის წლის აღმოჩენად დაასახელეს.
„გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთი ჯილდო მიიღო შესანიშნავი სეზონისთვის. 2022/2023 წლების ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი გულშემატკივრებმა წლის აღმოჩენადაც დაასახელეს.
თვის საუკეთესო მოთამაშედ რამდენჯერმე დასახელებული მიქაუტაძე ბევრი კლუბის ინტერესს იწვევს“, – წერს „მეცის“ ოფიციალური გვერდი.
მიქაუტაძემ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მისცა.
GIPHY App Key not set. Please check settings