გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს, „ლილს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.
ქართველი თავდამსხმელი ძირითადში არ დააყენეს და მოედანზე მხოლოდ 69-ე წუთზე შევიდა. თითქმის მაშინვე „ლიონის“ შეტევა რაიან შერკიმ დააგვირგვინა და მასპინძლები დააწინაურა.
90-ე წუთზე მიქაუტაძემ ტიაგო ალმადას კარის წინ იდეალური პასი გაუკეთა, მაგრამ მან 100%-იანი მომენტი გაანიავა და ჩვენიანს ზედიზედ მეექვსე მატჩში შედეგიანი მოქმედების გაკეთების შანსი მოუსპო.
შეფასებები: sofascore – 6.7, flashscore – 6.5, whoscored – 6.2.

ლიონი – ლილი 2:1
გოლები: 0:1 დიაკიტე (1), 1:1 ლაკაზეტი (38, პენ), 2:1 შერკი (70)
„ლიონი“ 48 ქულით საჩემპიონთალიგო მე-4 ადგილზეა და 10 აპრილს, ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „მანჩესტერს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings