in

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა და ლამაზი გოლი გაიტანა: რატომ არ დააყენეს ძირითადში – ვილიარეალმა წააგო

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში სტუმრად „ხეტაფესთან“ დამარცხდა – 1:2.

წინა ტურში ბრწყინვალე თამაშის შემდეგ ქართველი თავდამსხმელი სათადარიგო იყო, მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა და ათ წუთში გოლი გაიტანა: საჯარიმოში მიიღო ბურთი, სივრცე შეზღუდული ჰქონდა, მაგრამ ერთი მცველი ოსტატურად მოსვა ადგილზე, გამოსულ მეკარესთან ახლოს მყოფმა თავზე გადაგდება მაინც მოახერხა, ბურთი ძელს მოხვდა და გამოვარდნილ ბურთზე, დამატებაზე ისევ გიორგიმ ივარგა.

მიქაუტაძემ ანალიტიკური საიტებისგან თავის გუნდში საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა: Flashscore – 7.1; Sofascore – 7.1; Whoscored – 7.2.

ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში მე-7 გოლი გაიტანა, მის ანგარიშზე ოთხი საგოლე პასიცაა. ყველა ტურნირზე 28 მატჩში 9 გოლი.

ხეტაფე – ვილიარეალი 2:1
გოლები: 1:0 არამბარი (41, პენ), 2:0 სატრიანო (53), 2:1 მიქაუტაძე (76)

„ვილიარეალი“ 45 ქულით მე-4 ადგილზეა და 18 თებერვალს „ლევანტეს“ შეხვდება სტუმრად.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ორივე ძირითადში, ორივე შეცვალეს: გოგლიჩიძემ უკეთ ითამაშა – ვიდეო

გოჩოლეიშვილის საგოლე პასი დაბადების დღისთვის, მამარდა თასზეც არ დააყენეს – ლეგიონერები