გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში შინ ამსტერდამის “აიაქსს” შეხვდა და დამარცხდა – 1:2. ქართველი თავდამსხმელი ძირითადში არ ყოფილა და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო.
ტურნირის ორი აუტსაიდერის შეხვედრაში სტუმრებმა მეორე ტაიმში ივარგეს, ბოლოს იღბალიც მათკენ დადგა, ხოლო ესპანურმა გუნდმა კიდევ ერთხელ „დაამტკიცა“, რომ წლევანდელი ლიგა მისთვის არაა. არ გამოუვიდა მცირე რევანში ქართველ ფეხბურთელსაც, რომელიც „აიაქსიდან“ თავის დროზე იმედგაცრუებული წამოვიდა.
მიქაუტაძის შეფასებები: Flashscore – 6.1, Sofascore – 6.7, Whoscored – 6.1
ვილიარეალი – აიაქსი 1:2
გოლები: 1:0 ოლუვასეი (46) 1:1 გლუხი (61), 1:2 ედვარდსენი (90).
“ვილიარეალი” 1 ქულით 35-ე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 29 იანვარს, ლევერკუზენში “ბაიერთან” ჩაატარებს, იქამდე კი 25 იანვარს შიდა ჩემპიონატში “რეალს” უმასპინძლებს.



GIPHY App Key not set. Please check settings