გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ სტუმრად „რეალ სოსიედადს“ შეხვდა და ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოუგო – 3:2.
ქართველი თავდამსხმელი თადარიგში დრცა და მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა.
Flashscore-მა 6.6 ქულა დაუწერა.
სოსიედადი – ვილიარეალი 2:3
გოლები: 0:1 პერესი (31), 0:2 მოლეირო (57), 1:2 სოლერი (61), 2:2 ბარანეჩეა (57), 2:3 მოლეირო (90+5)
„ვილიარეალმა“ ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 32 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა.
მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 დეკემბერს ჩაატარებს, თასის 1/32-ფინალში ქვედა ლიგის „ანტონიანოს“ ეწვევა. ჩემპიონატში კი 6 დეკემბერს „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.



GIPHY App Key not set. Please check settings