in

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა: ჩვენები ევროტურნირებზე – ბევრი არაფერი

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტრადიციულად ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მატჩები გაიმართა, სადაც ასევე გვყავს წარმომადგენლები.

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ევროპა ლიგის მესამე ტურის მატჩი საკუთარ მოედანზე „ბეშიქთაშთან“ წააგო – 0:1. პირველი ორი შეხვედრა მოგებული აქვს.
ქართველი თავდამსხმელი ახლაც შეცვლაზე შევიდა, მხოლოდ 79-ე წუთზე. ამ მცორე დროში ჩვენიანს თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია. თურქული გუნდი უკვე წინ იყო და დაცვაში მჭიდროდ თამაშობდა. ჟორჟის შეფასება – 6.2.
„ლიონს“ მომდევნო შეხვედრა 8 ნოემბერს სტუმრად „ჰოფენჰაიმთან“ უწევს.

ლატვიის ჩემპიონმა რფს-მ 79-ე წუთამდე გაუძლო გასვლაზე “აინტრახტს”, მაგრამ ერთი მაინც გაუშვა – 0:1.
ახალგაზრდული ნაკრების წევრი ლაშა ოდიშარია ძირითადში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს (6.3). ლუკა სილაგაძე სათადარიგოთა შორის იყო.

კონფერენსლიგაზე ქართველ მცველებს არ უთამაშიათ.
ლაშა დვალის აპოელ-მა საკუთარ მოედანზე 0:1 წააგო ბოსნიურ “ბორაცთან”. ქართველი მცველი სათადარიგო იყო.

გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“მეორე ტურში „ბეტისთან“ სტუმრად ქულა აიღო – 1:1. ქართველი მცველი განაცხადში არ ყოფილა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ილია თოფურია უკმაყოფილოა: მისი ჩხუბი რეალი-ბარსას ემთხვევა – „იქნებ ღირს ნოკაუტში ის გავუშვა, ვინც ასე დაგეგმა“

ვიდეო: ლევანტემ მოიგო, ქოჩორა კარგი იყო