გიორგი მიქაუტაძე მშვენიერ სეზონს ატარებს საფრანგეთში. ის არაერთხელ დაუსახელებიათ ტურის სიმბოლურში, ასევე თვის მოთამაშედ, არის ლიგა 2-ის უპირობო ბომბარდირი და რა გასაკვირია, რომ ქართველი ფორვარდი წლის საუკეთესო მოთამაშის ნომინანტიც იყოს.
საფრანგეთის ფეხბურთელთა კავშირმა (UNFP) წლის ფეხბურთელის ჯილდოზე კანდიდატები დაასახელა: ვიქტორ ლეალი („ლე ავრი“), ჯოშ მაია („ბორდო“), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“) და ნილს ნკუნკუ („სენტ-ეტიენი“).
კანდიდატები თავად ფეხბურთელებმა გამოარჩიეს. გამარჯვებულებს სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 28 მაისს გამოავლენენ.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 22 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
GIPHY App Key not set. Please check settings