in

მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა: ლიონმა თასზე მოიგო და წელი დაამთავრა

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში გაიტანა და „ლიონს“ გასვლით მატჩში, რანგით მე-4 ლიგის სამოყვარულო „ფინი ოლნუას“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:1.

88-ე წუთზე ბენრაჰმას პასით მიქაუტაძე მეტოქის საჯარიმოში კარგად გაიხსნა, მარტო დარჩა, საჯარიმოში მარჯვენა მხრიდან შეიჭრა და ზუსტადაც დაარტყა.

გიორგი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. შეფასება: Sofascore – 7.4.

მიქაუტაძის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

ფენი ოლნუა – ლიონი 1:2
გოლები: 0:1 ბენრაჰმა (44), 0:2 მიქაუტაძე (88), 1:2 კუბემბა (90+4)

ამ მატჩით „ლიონისთვის“ 2024 წელი დასრულდა. მომდევნო შეხვედრა უკვე 2025 წელსაა, 4 იანვარს შინ „მონპელიესთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არც თუ საუკეთესო მატჩი: უოტფორდმა წააგო, როგორ ითამაშა ჩაკვეტაძემ

ხვიჩა ათამაშეს: კვარა შეცვლაზე შევიდა, ნაპოლიმ გენუაში მოიგო