in

მიქაუტაძე ფრანგულ კლუბებსაც მოუნდ(ებ)ათ, გერმანულებსაც

გიორგი მიქაუტაძის შესახებ სატრანსფერო ვერსიები გრძელდება. ცნობილი ამბავია, რომ აქტიურია პრემიერლიგაში დაბრუნებული „ბარნლი“, რადარზეა „მილანი“. სხვა ქვეყნებიდან მსურველები სხვებიც არიან, მაგრამ როგორც ჩანს, ფრანგული კლუბებიც არ არიან ჩრდილში.

ადგილობრივი პრესა წერს, რომ მიქაუტაძის ტრანსფერით ხსენებული „მილანისა“ და „ბარნლის“ გარდა ფრანგული კლუბებიც დაინტერესდნენ. მეტი კონკრეტიკა არ იწერება, თუმცა ფრანგი კოლეგები ამტკიცებენ, რომ ზაფხულში ფრანგული კლუბებიც გააქტიურდებიან, ხოლო მიქაუტაძის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.

ფრანგი ჟურნალისტი მუჰამედ ტუბაშე კი ამბობს, რომ მიქაუტაძის შეძენა ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბსაც სურს, თუმცა რომელ კლუბებზეა საუბარი, არ აზუსტებს.

მიქაუტაძე პრემიერლიგას უახლოვდება: ბარნლიმ სასიკვდილო იარაღს წინადადებით მიმართა და მეწყვილეც შეურჩია

ახლა „მეცის“ მთავარი ყურადღება ლიგა 2-ის ბოლო ტურზეა, სადაც პარასკევს „ბასტიას“ ხვდება და თუ მოიგო, ლიგა 1-ში დაწინაურდება. მანამდე ტრანსფერზე ფიქრი გამართლებული არ იქნება.

22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა იტალიის საუკეთესო ახალგაზრდად დაასახელეს

შერმადინმა სეზონი დაასრულა: ტენერიფე უნიკახამ და ვირუსმა დაამარცხა