გიორგი მიქაუტაძეს მშვენიერი პერიოდი აქვს, ბოლო ორი მატჩია ვერავინ აჩერებს. ევროპა ლიგაზე „სტიაუასთან“ შედეგიან თამაშს, გუშინ ჩემპიონატში საოცარი შედეგი მიამატა – „ლე ჰავრთან“ შეცვლაზე შესულმა 13 წუთში ულამაზესი გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც გააკეთა.
მიქაუტაძემ აიწყვიტა: შეცვლაზე შევიდა, გაატანინა და მერე გადამწყვეტი სუპერგოლი თავად გაიტანა
ქართველი თავდამსხმელი ლიგა 1-ის 26-ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს დ ბუნებრივია ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
Sofascore-მა მიქაუტაძეს 9.4 ქულა დაუწერა, რაც ტურში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.

GIPHY App Key not set. Please check settings