გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ შინ „ტულუზას“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდა და ბოლომდე ითამაშა, რადგან ალექსანდრ ლაკაზეტმა თამაში მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.
სამწუხაროდ, მიქაუტაძეს საგოლე შანსი არ ჰქონია. მისი შეფასებებიც მაღალი არ არის: Flashscore – 6.5; Sofascore – 6.4; Whoscored – 5.8.
„ლიონი“ 29 ქულით მე-6 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს ევროპა ლიგაზე სტამბოლში „ფენერბაჰჩესთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings