in

მიქაუტაძე პრემიერლიგაში: რას წერენ ქართველზე

“ლიონის” ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ, შესაძლოა კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი საშა ტავოლიერი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, “ლიონს” დიდი ფინანსური პრობლემები აქვს და დიდი ალბათობით, ქართველ ფორვარდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისებს.

ტავოლიერის ცნობით, მიქაუტაძის დამატებით პრემიერლიგაში ახლად აღზევებული “სანდერლენდი” ინტერესდება, “ლიონის” პრობლემებმა კი შესაძლოა ტრანსფერი უფრო დააჩქაროს.

ბელგიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, გიორგის დამატებით არამხოლოდ “სანდერლენდი”, არამედ “რომაც” ინტერესდება.

“ლიონი” მიქაუტაძის სანაცვლოდ მინიმუმ 23 მილიონ ევროს ითხოვს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცხელი თამაში რეალთან: პსჟ ორ ცვლილებას გააკეთებს და ამერიკაში ულტრასები ჩაიყვანა