საქართველოს ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ. ბუდუ ზივზივაძემ კი ოფიციალური სეზონი არნახულად მაგრად გახსნა – 0:2-ზე ჰეთ-თრიქი შეასრულა და „კარლსრუეს“ 3:2 მოაგებინა. ცხადია მისი შეფასებები საუკეთესოა, თუმცა flashscore-მა მხოლოდ 8.8 გაიმეტა, როდესაც whoscored-მა და sofascore-მა ფაქტობრივად უმაღლესი შეფასებები დაუწერეს – 9.8.
ბუდუმ პირველ ტურში სამი გოლი გაიტანა და კარლსრუეს წაგებული მოაგებინა
ითამაშა ორმა ქართულმა ფრანგულმა გუნდმა.
ამხანაგურ მატჩში „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ის „გრენობლთან“ დამარცხდა – 3:5.
ეს უჩვეულო თამაში იყო, 4 ტაიმი თითო 30 წუთი. ზურიკო დავითაშვილმა პირველი ორი ტაიმი ითამაშა.
მომდევნო საკონტროლო შეხვედრას „სენტ-ეტიენი“ 7 აგვისტოს „ხეტაფესთან“ გამართავს.
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ბერლინში „უნიონი“ დამაჯერებლად დაამარცხა – 4:0.
ქართველი ახალწვეული პირველად მოხვდა ძირითადში. ჩვენიანი აქტიური იყო, მაგრამ ერთ ეპიზოდში მეკარემ აჯობა. ჟორჟი შესვენებაზე შეცვალეს.
მომდევნო თამაში „ლიონს“ 11 აგვისტოს ლონდონში ქვს „არსენალთან“.
ბოლო მოსამზადებელი მატჩი ითამაშა „უოტფორდმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე პრემიერლიგის „ბრენტფორდთან“ ფრეს მიაღწია – 1:1.
მწვრთნელისგან ბოლო დროს ნაქები გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. „უოტფორდში“ გამორჩეულები მეკარე ბახმანი და ჩაკვეტაძე იყვნენ. ქართველის მიმართ განსაკუთრებულად ოპტიმისტურად არიან და მისგან ბევრს ელიან.
10 აგვისტოს ჩემპიონშიფის პირველ ტურში „უოტფორდი“ სტუმრად „მილუოლს“ შეხვდება.
ნაპოლიმ წააგო, ხვიჩამ ბოლომდე ითამაშა
უსიამოვნო ინციდენტი მოხდა “ფროზინონე”-“ლაციოს” ამხანაგურ მატჩში. გიორგი კვერნაძემ, რომელიც მწვრთნელმა კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ძალიან უხეშად ითამაშა მატია ძაკანის წინააღმდეგ.
ამას მცირე შეხლა-შემოხლაც მოჰყვა.
GIPHY App Key not set. Please check settings