in

მიქაუტაძე პარიზს სურდა, მაგრამ ვერ წაიყვანა

საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასულ „პარიზს“ „ლიონის“ ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის დამატება სურდა, მაგრამ ვერ შეძლო – ამის შესახებ Le Parisien-ი წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ზაფხულს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი შედგა, „პარიზმა“ ვერ შეძლო კლუბის ისტორიაში, შესაძლოა, ყველაზე დიდი ტრანსფერის განხორციელება – ლიგა 1-ში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებული გუნდი 24 წლის გიორგი მიქაუტაძის დამატებას ცდილობდა, რომელიც „ლიონში“ 2024 წლის ზაფხულში „მეციდან“ გადავიდა და გასულ სეზონში 11 გოლი გაიტანა.

ზაფხულში „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დაქვეითების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და მიქაუტაძის ტრანსფერის ალბათობაც გაიზარდა, მაგრამ საბოლოოდ კლუბმა ეს პრობლემა მოაგვარა.

46 წლის შემდეგ საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში პირველი სეზონის დაწყებამდე „პარიზმა“ ტრანსფერებში დიდი თანხები დახარჯა, ქართველი ფორვარდი კი მათთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნებოდა.

მიქაუტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია, რომელმაც 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა. ის ჰარი კეინსა (ინგლისი) და ჯამალ მუსიალასთან (გერმანია) ერთად ევრო 2024 თანაბომბარდირი გახდა (3-3 გოლი) და საქართველოს ნაკრებს მერვედფინალში გასვლაში დაეხმარა“, – წერს Le Parisien-ი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია სეზონის MVP გახდება

მამარდაშვილს შეუძლია ალისონის კარგი შემცვლელი იყოს…