in

მიქაუტაძე მონაკოსთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს: მონაკოც ადასტურებს

ფრანგული „მონაკოს“ დირექტორმა, ტიაგო სკურომ გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. როგორც ის აცხადებს, კლუბი ქართველ ფეხბურთელთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

„გიორგი მიქატაუძესთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ვიმედოვნებ, წარმატებულ და სამართლიან შეთანხმებას მალე მივაღწევთ. ჩვენ ასევე ველოდებით, რომ ვიპოვით გზას, რომელიც „მეცის“ მოლოდინებს დააკმაყოფილებს. ამ მომენტისთვის მათი კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრები“, – განაცხადა სკურომ.

გიორგი მიქაუტაძე ცოტა ხნის წინ „მეცმა“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ გამოისყიდა. ნიდერლანდების ჩემპიონატში ქართველი გასული წლის აგვისტოში გადაბარგდა, თუმცა ფეხი ვერ მოიკიდა და იანვარში საფრანგეთში იჯარის წესით დაბრუნდა.

გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. კონტინენტის პირველობაზე მან სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება „მონაკოს“, ამ გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატში გასულ წელს მეორე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე მალე „მონაკოსთან“ კონტრაქტს გააფორმებს.

„გიორგი მიქაუტაძეს „მონაკოში“ გადასვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, უკვე გამზადებულია კონტრაქტიც, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელი კლუბში 2029 წლამდე ითამაშებს“, – წერს სკირა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შეძენა, რომელმაც ევრო 2024-ზე თავი შედეგიანობით გამოიჩინა, „მონაკოს“ გარდა, რამდენიმე ევროპულ კლუბს სურს, მათ შორის ყველაზე მეტად ფეხბურთელის გადაბირებას „ლანსი“ ცდილობს.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუს ჩემპიონშიფისა და თურქეთის კლუბები იწვევენ 

ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა: იძულებული ვარ