in

მიქაუტაძე მეცში რჩება?

ფრანგული „მეცი“ შეკრებაზეა და თან ახლავს საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძეც, რომლის შესახებ რა ხანია ათასი ჭორი დადის, რომ სხვა გუნდში დაიწყებდა ახალ სეზონს. თუმცა ჯერ საქმე ლაპარაკის დონეზე რჩება.

„მეცი“ საფრანგეთშია და სამთო კურორტ ვიტელში ემზადება, სადაც ორი ამხანაგური მატჩი ითამაშა, აქედან ერთში, ბელგიურ „სერენეთან“ მიქაუტაძემ ითამაშა და გოლიც გაიტანა. გუნდი აქ 25 ივლისამდე დარჩება და კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავს.

საინტერესოა ერთი ტრანსფერი, გუნდმა გაუშვა ლენი ჯოზეფი, რომელიც ქართველი ფორვარდის კონკურენტი იყო. რას უნდა ნიშნავდეს ეს? გიორგი რჩება „მეცში“?

ბოლოს ინგლისურმა „ბარნლიმ“ კონკრეტული თანხით მიმართა ფრანგულს კლუბს ქართველის თაობაზე, მაგრამ „მეცმა“ ფულის დამატება მოითხოვა. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ტრანსფერი არ გამოდის და შესაძლოა დარჩეს კიდეც და ლიგა 1-ში ითამაშოს მიქაუტაძემ. ბუნებრივია არც ეს არის ცუდი ვარიანტი, ბოლო-ბოლო ტოპ 5 ჩემპიონატია, მაგრამ როდესაც სერია ა-ს დიდი კლუბები ან პრემიერლიგაში თამაშის პერსპექტივა იყო, გული ალბათ თავადაც და გულშემატკივრებსაც იქით მიუწევდათ.

ფრანგები კი მიქაუტაძის საფრანგეთში დარჩენაზე სულ უფრო აქტიურად წერენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლუკა პარკაძეს ბაიერნი იჯარით ავსტრიაში უშვებს

ჩავიდა: გადაღლილი კვარაცხელია ნაპოლის შეუერთდა – დაბრუნდნენ ბიჭები