გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის “აიაქსში“ გადავიდა და უკვე ითამაშა კიდეც ახალ გუნდში. თუმცა აგვისტო “მეცში“ გაატარა და ნაყოფიერადაც. ეს კი დაუფასა აწ უკვე ყოფილმა კლუბმა.
მიქაუტაძე გახდა „მეცის“ აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი. ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა თავის საიტზე გაავრცელა.
ქართველმა ფორვარდმა „მეცის“ მაისურით ბოლო თვეში, 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს უკვე ლიგა 1-ში მოხდა.
GIPHY App Key not set. Please check settings