in

მიქაუტაძე მეცის მარგალიტია

საფრანგეთის ლიგა 2-ის 21-ე ტურში „მეცმა“ „როდეზთან“ მატჩი 1:1 დაასრულა, მაგრამ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზე დაწინაურდა.

ფრანგული ტელეკომპანიის, moselle.tv-ის ვებგვერდზე „მეცის“ თამაშის მიმოხილვა გამოქვეყნდა, სადაც ყურადღება ქართველ თავდამსხმელზე გაამახვილეს და მას „მეცის“ მარგალიტი უწოდეს.

„მიუხედავად გიორგი მიქაუტაძის ბრწყინვალე თამაშისა, „მეცმა“ შინ უხერხულ მეტოქესთან, „როდეზთან“ მატჩი ფრედ (1:1) დაასრულა. „ვალენსიენთან“ ასევე აღებული ქულის (1:1) შემდეგ ვერც ამჯერად მოიგო და მე-5 ადგილზე დაეშვა, 6 თებერვალს „ამიენთან“ სახიფათო მოგზაურობის წინ.

„მეცის“ მსგავსად, გიორგი მიქაუტაძე ერთი საათით თამაშიდან ამოვარდა და მხოლოდ ბოლო მესამედში გააღვიძა, მაგრამ ამ შეხვედრაში მაინც ის მარგალიტი აღმოჩნდა, რომელმაც მეტოქის კარის აღების საიდუმლო ამოხსნა.

22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ისარგებლა თავისი გუნდის კაპიტნის, მეტიუ უდოლის გადაცემით, ცენტრისკენ გადავიდა და 20 მეტრიდან შესანიშნავი დარტყმით გაიტანა.

ეს გიორგი მიქაუტაძის მიერ სეზონში გატანილი მეათე გოლია. მას წინა გოლებიც აშკარად არანაკლებ ლამაზად გაჰქონდა. მიქაუტაძე „როდეზის“ კართან მუდმივად დაძაბულობას ქმნიდა განუწყვეტელი გადაადგილებებითა და ინიციატივებით, მაგრამ „როდეზის“ გაბედულ დაცვას წააწყდა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი არა მხოლოდ საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირებში დაწინაურდა, პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე 6 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა

შოთა არველაძე წლის წიგნის ქომაგია