საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული “მეცის” 22 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველი წრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. საუკეთესოები ლიგა 2-ის ვებგვერდზე გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად შეირჩა.
გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის წლევანდელ სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 9 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
19 ტურის შემდეგ “მეცს” 31 ქულა აქვს და ლიგა 1-ის საგზურისთვის ირძვის. მიქაუტაძის გუნდის მთავარი კონკურენტი ზურიკო დავითაშვილის “ბორდოა”, რომელიც მეორე ადგილზეა და კონკურენტს 2 ქულით უსწრებს.
GIPHY App Key not set. Please check settings