in

მიქაუტაძე ლაკაზეტის ღირსეული მემკვიდრეა, აკადემიიდან მისი გაშვება არასწორი იყო

„ყველას იმედი გვაქვს, რომ რაკეტა გაშვებულია“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა წერილი გიორგი მიქაუტაძეზე ფრანგული ტელეკომპანიის, rmcsport-ის ინტერნეტგვერდზე.

„ლიონის“ თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე ბრწყინვალე ფორმაშია და, როგორც ჩანს, საბოლოოდ „დაბრუნდა“ თავის ქალაქ ლიონში. დაივიწყეთ სეზონის გახსნის მატჩში „რენთან“ გაფუჭებული პენალტი. მან „სტრასბურთან“ გაიტანა და ამ სეზონში „ლიონის“ ბომბარდირი გახდა. მართალია, მერე ალექსანდრ ლაკაზეტი დაეწია, მაგრამ საბოლოოდ ვინ იქნება პირველი?

ყველაფერი დაიწყო ბუქარესტის „სტიუასთან“ 2 გოლით და 2 საგოლე პასით. სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მაგრამ გადამწყვეტი იყო „ლე ჰავრთან“ (1 გოლი და 2 საგოლე პასი)… ეს ეპიზოდი ყველაფერს ამბობს მიქაუტაძეზე. თავდამსხმელი ყოველ ჯერზე ახარებს „ლიონის“ გულშემატკივარს, რომელიც ამბობს, რომ ის ლაკაზეტის ღირსეული მემკვიდრეა და საბოლოოდ მის ადგილს დაიკავებს.

„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ლიონის“ აკადემიიდან მისი გაშვება არასწორი გადაწყვეტილება იყო. ეს დრომ აჩვენა. ჟორჟს უკვე ჰქონდა ტექნიკური თვისებები, მაგრამ ჯერ კიდევ ცოტა მოუმწიფებელი იყო და კონკურენტს ჩამორჩებოდა. საბედნიეროდ, განვითარდა და დაამტკიცა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია“, – იხსენებს ჟან-ფრანსუა ვულესი, რომელიც მაშინ აკადემიის დირექტორი იყო.

„ყოველთვის ვიცოდი, რომ ის იყო ძალიან, ძალიან კონკურენტუნარიანი. უნდოდა თავის დამკვიდრება, გოლების გატანა. იმედი გვაქვს, რომ რაკეტა „გაშვებულია“. პირადად ჩემთვის საამაყოა, რომ მას ბავშვობიდან ვიცნობდი. ეტყობა, საჭირო იყო, რომ ჟორჟი წასულიყო და გამოცდილების მიღების შემდეგ დაბრუნებულიყო, რათა ახლა „ლიონის“ სახელით დიდ სტადიონებზე ითამაშოს“, – ამბობს ამორი ბარლე, „ლიონის“ 17-წლამდელების მწვრთნელი, რომელიც ქართველს აკადემიაში ავარჯიშებდა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აი თითი: ჩაკვეტაძისთვის სეზონი დასრულდა

უცხოპლანეტელი სანტიაგო ბერნაბეუზე