რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი მიქაუტაძის გადაბირებით თურქული გრანდი „გალათასარაი“ დაინტერესდა და მოლაპარაკებებიც დაიწყო. თუ გახსოვთ ადრე რამდენიმე სხვა ვარიანტზეც იწერებოდა, მათ შორის იყო ინგლისური „ვესტ ჰემი“. უფრო ადრე კი „ბოლონია“, მერე „იუვენტუსიც“.
ახლა ეს ვარიანტები ისევ ამოტივტივდა.
ჟურნალისტი ეკრემ კონური მოკლე ცნობას წერს და ამბობს, რომ მიქაუტაძით „გალათასარაის“ გარდა, „ვესტ ჰემი“, „ბოლონია“, „რომა“ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებული.
ალბათ მოგეხსენებათ, რომ „ლიონი“ ფინანსურად ვერ არის ყოჩაღად და უწევს ფეხბურთელების გაყიდვა. ქართველი თავდამსხმელის სანაცვლოდ ფრანგული კლუბი დაახლოებით 25-30 მილიონ ევროს მოითხოვს. თუმცა Transfermarkt უფრო იაფად აფასებს, 20 მილიონამდე.
მიქაუტაძის კონტრაქტი „ლიონთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა.
GIPHY App Key not set. Please check settings