ფრანგული „ლიონის” ქართველი ფეხბურთელის გიორგი მიქაუტაძის მიმართ თვით „იუვენტუსის“ ინტერესზე კიდევ ერთხელ დაიწერა. Tuttosport ამბობს, რომ ტურინული გრანდი ზაფხულში აუცილებლად დაიმატებს ფორვარდს და სავარაუდო კანდიდატებს შორის ქართველ შემტევსაც ასახელებს.
მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „ლიონის” რიგებში ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი და 11 ასისტი მოახერხა.
მიქაუტაძის „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდეა.
ქართველი ფორვარდის მისამართით სხვადასხვა იტალიური კლუბის დაინტერესებაზე სეზონის განმავლობაში არაერთხელ ითქვა, მათ შორის “იუვენტუსიც” ახსენეს.
GIPHY App Key not set. Please check settings