გიორგი მიქაუტაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეოთხედ დაასახელეს.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 35-ე ტურში „მეცმა“ შინ „გრენობლი“ 1:0 დაამარცხა. მიქაუტაძეს გოლი არ გაუტანია, მაგრამ ის უდავოდ გამორჩეული იყო და მთავარი ამბები მოედანზე მან დაატრიალა.
მიქაუტაძეს ვერ აჩერებენ: გიორგიმ მეცს ისევ მოაგებინა და შანსი გაუზარდა
ამ ერთადერთ გოლში კი ქართველის უდიდესი წვლილია. სწორედ მის გარღვევას და პასს მოჰყვა გადამწყვეტი გოლი.
საერთო ჯამში, გიორგი მერვედ მოხვდა სიმბოლურში.
