გიორგი მიქაუტაძემ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ზედიზე მე-6 მატჩში და ზოგადდ მე-13 გოლი.
გოლი ძალიან კარგი გამოვიდა: მარცხენაზე გადაიტანა ბურთი და საჯარიმოს ხაზიდან შორეულ კუთხეში შეაგდო.
მიქაუტაძეს კიდევ ჰქონდა შესანიშნავი მომენტი, როცა 78-ე წუთზე გაიბრწყინა:
კონტრშეტევისას ორ მცველს შორის გაძვრა, კარგადაც დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.
შეფასებები ასეთია: Flashscore.com – 7.5 (მეორე საუკეთესო); Whoscored.com – 8.0 (საუკეთესო ორივე გუნდში); Sofascore.com – 7.6 (საუკეთესო თავის გუნდში).
სტრასბურგი – მეცი 2:1
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (54), 1:1 ემეგა (89), 2:1 სანტოსი (90+1)
„მეცი“ 20 ქულით მე-16 ადგილზე დარჩა. ახლა ბოლო ტურის საშინაო მატჩი დარჩა ჩასატარებელი ჩემპიონ პსჟ-სთან (19 მაისს). არის შანსი, მიქაუტაძის გუნდი გადარჩეს. გრანდთან მოგება საჭირო, თუმცა პარალელურად უნდა დამარცხდეს “ლე ავრი”. უფრო რეალურია, “მეცს” პლეი-აუტში მოუწიოს ბრძოლამ.
GIPHY App Key not set. Please check settings