გიორგი მიქაუტაძემ ევროპა ლიგაზე დიდებული მატჩი ჩაატარა. მისმა „ლიონმა“ ბუქარესტის „სტიაუას“ 4:0 რომ მოუგო, ეს ჩვენიანის დამსახურებაა – 2 გოლი და 2 ასისტი. ცხადია შეფასებები ძალიან მაღალი მიიღო და არც ისაა გასაკვირი პორტალმა whoscored-მა ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩების სიმბოლურ გუნდში რომ შეიყვანა.
Whoscored-მა მიქაუტაძეს 9.5 დაუწერა და აბა ვის უნდა გადაესწრო.
ქართველმა თავდამსხმელმა ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 4 გოლი გაიტანა და თან 4 საგოლე პასიც მიაყოლა.

GIPHY App Key not set. Please check settings