que.es-ს თუ დავუჯერებთ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “ლიონისა” და საქართველოს ნაკრების 24 წლის ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მადრიდის “ატლეტიკოს” ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
“როხიბლანკოს” სურვილი ვიქტორ გიოკერესის დამატებაა, მაგრამ თუ ესპანურ გრანდს ეს ამბავი არ გამოუვა, მაშინ სწორედ ჩვენებურის ტრანსფერზე იმუშავებს. წყარო წერს იმასაც, რომ მადრიდელებს “სპორტინგის” შვედი ფორვარდის დამატება ძალიან გაუჭირდება, რადგან მას არაერთი მსოფლიო გრანდი ეპატიჟება.
მსურველების ნაკლებობას არც მიქაუტაძე განიცდის, რომლის სახელსაც “ტოტენჰემსა” და “რომასაც” უკავშირებენ. მოგეხსენებათ, ჩვენებურის “ლიონი” მე-2 დივიზიონში დააქვეითეს და ახლა გუნდმა აპელიაცია შეიტინა, მალე კი საბოლოო პასუხიც იქნება.
აქვე გეტყვით, რომ “ლიონმა” გუშინ UEFA-სგან თანხმობა მიიღო და თუ აპელიაცია დაუკმაყოფილეს, ევროპის ლიგაზე დაუშვებენ.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings