in

მიქაუტაძე და გალათასარაი: ლიონს 17 მილიონი და ბონუსები არ ჰყოფნის

იტალიელი სპორტული ჟურნალისტისა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ლიონსა” და “გალათასარაის” შორის ურთიერთობა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით, აქტიურ ფაზაში შევიდა.

როგორც რომანო წერს, თურქულმა გრანდმა ფრანგულ კლუბს უკვე გაუგზავნა ოფიციალური შეთავაზება, რომელიც შეადგენს 17 მილიონ ევროს და ბონუსებს.

თუმცა “ლიონისთვის” ეს თანხა საკმარისი არ არის. კლუბს ტვირთად აწევს ფინანსური კრიზისი და, დიდი ალბათობით, ზოგიერთ ფეხბურთელთან მოუწევს დამშვიდობება.

რომანოს ინფორმაციით, “გალათასარაი” ლიონელებს მალე ახალ, გაუმჯობესებულ წინადადებას გაუგზავნის და ვნახოთ, რა მოხდება. რეალურია, რომ მიქაუტაძემ ახალი წელი ახალი კლუბში დაიწყოს.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძე არ უნდა გაიყიდოს, მაგრამ გამიკვირდება, კარიერას უფრო მაღალ დონეზე თუ არ გააგრძელებს

გულიაშვილი თავიდან ვერ გამოირჩეოდა, ახლა კი მასში მილიონებს იხდიან