გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ბოლოს კოხტა გოლი გაუტანა პსჟ-ს, გაციებულია და უქმობს.
„ლიონის” ქართველი თავდამსხმელი გუნდს ვერ დაეხმარება 21 დეკემბერს საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში რანგით მეოთხე ლიგის „ფენი ოლნუასთან“ გასვლით შეხვედრაში.
ეს დაადასტურა „ლიონის“ მწვრთნელმა პიერ საჟმაც.
ამასობაში „ლიონმა“ საკლუბო მაღაზიაში საქველმოქმედო სოლიდარობის ღონისძიება გამართა, ჩვენიანი კი გულშემატკივრებთან შეხვედრასაც ვერ დაესწრო. ამაზე ჟორჟმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გრიპი აქვს, არ უვარჯიშია და ფანებს სამომავლოდ შეხვდება.
იმედია გიორგი მალე ჩადგება მწყობრში, რადგან ბოლოს უკვე უკეთ მისდის საქმეები კლუბში და ახლა რიტმიდან ამოვარდნა არ იქნება კარგი ამბავი.
GIPHY App Key not set. Please check settings