in

მიქაუტაძე გამოკითხვას ლიდერობს: ვინ გახდება იანვრის მოთამაშე

გიორგი მიქაუტაძე მცირედი პაუზის შემდეგ მშვენივრად დაუბრუნდა მოედანს და „მეცს“ თითქმის ყველა შეხვედრაში ლიდერობს. ჩვენიანს გოლებიც გააქვს და საგოლე პასებსაც არ იშურებს. შესაბამისად, მისი თამაშიც დაფასდა.

გიორგიმ ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა, სულ 22 შეხვედრაში კი 11 გოლი აქვს და ბომბარდირობაში „ბორდოს“ ჯოშ მაიას გაუთანაბრდა.

მიქაუტაძე ლიგა 2-ის არაოფიციალური ვებგვერდის, MaLigue2-ის მიერ დაწყებულ გამოკითხვას ლიდერობს, რომელშიც გულშემატკივრები იანვრის საუკეთესო მოთამაშეს დაასახელებენ.

ხმის მისაცემად მხოლოდ ერთი კითხვაა – ვინ არის იანვრის საუკეთესო მოთამაშე?

22 წლის ქართველი თავდამსხმელი საკმაოდ კარგი უპირატესობით დაწინაურდა:

გიორგი მიქაუტაძე (მეცი) 35%
მოის საჰი დიონი (ანსი) 27.8%
კევინ ვან დენ კერკოფი (ბასტია) 19.1%
ვალიდ ელ-ჰაჯამი (ლე ჰავრი) 18.1%

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა ტურის სიმბოლურშია

ხვიჩას პასი, ოსიმენის გოლი: იტალიაში საუკეთესო დუეტი კვარა-ოსიმენია