ლიგა 1-ის მე-20 ტურში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ „მარსელს“ ესტუმრა და დამარცხდა – 2:3.
ახალმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოებში დატოვა და მოედანზე მხოლოდ მე-80 წუთზე შეუშვა ლაკაზეტის ნაცვლად.
მარსელი – ლიონი 3:2
გოლები: 0:1 ტოლისო (53), 1:1 გრინვუდი (61), 2:1 რაბიო (64), 2:2 ლაკაზეტი (72, პენ), 3:2 ლუის ენრიკე (85)
„ლიონმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეშვიდე მატჩში ვერ შეძლო მოპოვება, 30 ქულით მე-7 ადგილზეა და 9 თებერვალს „რეიმსს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings