საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “სერენის” 21 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ბელგიის იუპილერ ლიგის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი საუკეთესო თერთმეტეულში Voetbalkrant-მა დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის გუნდმა ლევან შენგელიას “ლიოვენთან” 3:1 იმარჯვა, გიორგი კი სასტარტო შემადგენლობაში იყო (89-ე წუთზე შეცვალეს) და მე-20 წუთზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რომელიც მისთვის ჟუპილერ ლიგაში მეექვსეა. 71-ე წუთზე კი მან ჩემპიონატში პირველი საგოლე პასი გააკეთა.
“სერენი” ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა. ქართველ ფორვარდს კი, 11 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.
GIPHY App Key not set. Please check settings